ვინ მფარველობდა ფარცხალაძის დანაშაულებრივ დაჯგუფებას? - იურისტი შსს-სგან პასუხებს ითხოვს

30.12.25 11:21
ვინ მფარველობდა ფარცხალაძის დანაშაულებრივ დაჯგუფებას? - იურისტი შსს-სგან პასუხებს ითხოვს

ვინ მფარველობდა ფარცხალაძის დანაშაულებრივ დაჯგუფებას და რა ვერ აპატიეს სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს, რის გამოც მის რეგალიებს ბრალდებულის სტატუსიც შეემატა? - თბილისში მოკლულ ბიზნესმენზე, ლევან ჯანგველაძეზე თავდასხმის ორგანიზატორად გამოცხადებული ოთარ ფარცხალაძე ქართული სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია. 

თბილისის ყოფილი პროკურორს, იურისტ მაია მწარიაშვილს აინტერესებს როგორ იქმნებოდა დანაშაულებრივი დაჯგუფებები, როგორ ოპერირებდა, როგორ არის ისინი ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან გადაჯაჭვული და საიდან მოდის მათი ასეთი ძალაუფლება. იურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ელის. 

ეს დროთა განმავლობაში სადღაც მთვარეზე შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფება, შინაგან საქმეთა სამინისტრო მე რომ მიყვება დროთა განმავლობაში სადღაც რომ შეიქმნაო და მისი პასუხისმგებლობა რომ არის ეს იმიტომ დავიწყე განცხადებიდან. ამ დროთა განმავლობაში შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფება თურმე ბიზნესსაც აწარმოებს ამ ქვეყანაში, წარმოგიდგენიათ? ანუ დანაშაულებრივი დაჯგუფება რა ტიპის ბიზნესს აწარმოებს, მე ეს მაინტერესებს, ამ ქვეყანაში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს იყოს კანონიერი და ლეგალური ბიზნესი. საერთოდ რა შემოსავლებზე და რა ბიზნესებზეა საუბარი ან ერთ დაჯგუფებას, ან მეორე დაჯგუფებას, ან საერთოდ ამ ხალხს შორის, რომლებიც თურმე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან. და ამ დაჯგუფებამ უზრუნველყო, რომ თურმე ამ ადამიანის ჩამოსვლის დრო, მარშრუტი, გადაადგილების დეტალები მიეწოდებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც აღასრულა ეს დანაშაული. 

მე მაინტერესებს, როგორც ერთ ადამიანს ამ ქვეყნის, ამ დახმარებაში სახელმწიფო სტრუქტურებიც ხომ არ მონაწილეობდნენ? ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება შეიქმნა და ელოდებოდა როდის მიიღებდა ამ შეკვეთას, ამ ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით? დანარჩენი რას აკეთებდა, დანარჩენი რას აშავებდა, ანუ ეს არის ზუსტად ე.ი. ამ ქვეყანაში დანაშაულებრივი დაჯგუფებები წლების მანძილზე იქმნებიან, მათი ლიდერები თურმე შეიძლება იყვნენ ყოფილი გენერალური პროკურორები, რომლის მიმართ პრეტენზიები არახალია, ამ ქვეყანაში. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ეს ხომ არ არსებობს, ეს ხომ წარმოუდგენელია, ამიტომ შსს-მ კეთილი ინებოს და ამაზე გაგვცეს პასუხი, ეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები როგორ იქმნებოდა, როგორ ოპერირებდა, როგორ არის ეს ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან გადაჯაჭვული, საიდან მოდის მათი ასეთი ძალაუფლება," - განაცხადა მაია მწარიაშვილმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
  • ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.