საქართველოდან ივნისში წასული ფარცხალაძით გამოძიება აგვისტოში დაინტერესდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ რომანოვ-ფარცხაალძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
სასამართლო პროცესამდე პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმეში მოწმეთა ჩვენებები დევს, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ლევან ჯანგველაძე უშუალოდ საფრთხეს გრძნობდა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისა და ძმები მიქაძეებისგან.
ამასთან პროკურორის თქმით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება 2025 წლის მარტის თვეში დაიწყო, ხოლო მოპოვებული ინფორმაციით ყოფილი მთავარი პროკურორი [ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე] საქმეში აგვისტოს თვიდან გაჩნდა.
ლოგიკურია გელა უძილაურის საქმის მასალები აქ იქნება იმიტომ, რომ გელა უძილაური ამ საქმეზე დადგენილია, როგორც ამსრულებელი და ის ფაქტი, როგორ მივიდნენ გელა უძილაურამდე ესეც დადგენილია საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია, მოწმეთა ჩვენებებს დაემატა კიდევ დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე უშუალოდ საფრთხეს გრძნობდა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისა და ძმები მიქაძეებისგან და მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან მას ჰქონდა გარკვეული უთანხმოება ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. აუდიო ჩანაწერიც არსებობს.
საქმის გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ოთარ ფარცხალაძე იმყოფება ამჟამად რუსეთში, 2025 წლის ივნისში დატოვა საქართველოს სახელმწიფო. გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტის თვეში, როდესაც 14 მარტს მოკლეს ლევან ჯანგველაძე, ხოლო რაც შეეხება საქმეზე ოპერატიულ ინფორმაციას, სადაც უკვე გაჩნდა ფიგურანტად [ოთარ ფარცხალაძე] და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა უკვე აგვისტოს თვიდან.
ის ფაქტობრივი მდგომარეობები, რაც გაჟღერდა, რომ ინფორმაციას, ეს ჩვენ ბრალის ფორმულირებაშიც გვაქვს ასახული, რაც შეეხება დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიურად გამოძიება," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
- ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.