გამომძიებელმა შეკერა საქმე - ზურა მენთეშაშვილი
პროტესტის 61 წლის მონაწილის, ზურა მენთეშაშვილის საქმის განხილვა გრძელდება - კაცს აქციაზე გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ.
- საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გადაიბარა
„მე მივხვდი, რომ ვერაფერსაც ვერ მივხვდი. ვერ მივხვდი კანონს. მე მინდა ყოველდღე ვიყო იმ ხალხის გვერდით, ვინც ყოველდღე იქ დგანან. გამომძიებელმა შეკერა საქმე, რომ დაგარწმუნოთ, საშიში ბოროტმოქმედი ვარ და წლამდე მელოდება პატიმრობა, ხომ? მეტის დამატება არ შეიძლება. მადლობა პარლამენტს“, - თქვა სხდომაზე ზურა მენთეშაშვილმა "ნეტგაზეთის" მიხედვით.
ზურა მენთეშაშვილი პირველი ნოემბრიდან შიმშილობს.