ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი - ანი ნადარეიშვილი

30.12.25 15:36
ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი - ანი ნადარეიშვილი

ბაჩო ახალაიას ციხეში ყველა უფლება შეუზღუდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ანა ნადარეიშვილი წერს. მისი თქმით, თავდაცვის ექ მინისტრს შეუზღუდეს სატელეფონო ზარები, წერილები და პაემანი.

ნადარეიშვილი წერს, რომ ციხეში შესვლა ადვოკატის სტატუსით სცადა, თუმცა არ შეუშვეს. 

ბაჩოს ციხეში შეუზღუდეს ყველა უფლება, მათ შორის სატელეფონო ზარი, წერილები, პაემანი...

ისევ ვცადე შესვლა როგორც მისი ადვოკატი და არ შემიშვეს, - წერს ნადარეიშვილი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.