"ოცნება" კარუსელის დატრიალებას იწყებს - "ლელო" საარჩევნო უბნებზე გადის

30.10.21 19:18
"ოცნება"  კარუსელის დატრიალებას იწყებს - "ლელო" საარჩევნო უბნებზე გადის

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს, ამიტომაც აპირებს, მოაწყოს ე.წ. კარუსელი. ბადრი ჯაფარიძე მოუწოდებს პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციებს და არ მისცენ მმართველ პარტიას საშუალება, გააყალბოს არჩევნები.

მოვუწოდებ ყველას, ჩვენ დამკვირვებლებს, ჩვენს პარტიის წევრებს და ყველას, არანაირ პროვოკაციას არ აყვეს, ახლა გავდივართ მე და ბადრი ჯაფარიძე და ჩამოვივლით უბნებს, ვიქნებით იქ ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად, რათა არ მივცეთ ,,ქართულ ოცნებას" გაყალბების საშუალება.

ასევე გვაქვს ინფორმაცია, იციან, რომ აგებენ თბილისს, ახლა იწყებენ კარუსელის დატრიალებას და თავიდან, უკვე ხმა მიცემული ადამიანების უბნებზე მიყვანას. ძალიან ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. მოვუწოდებ ყველას, მსგავსი ფაქტი სასწრაფოდ გამოავლინოთ და არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები