ოთარ ფარცხალაძე ფიქრობს, რომ მისი საქმე "შეკვეთილია"

30.12.25 17:34
ოთარ ფარცხალაძე ფიქრობს, რომ მისი საქმე "შეკვეთილია"

ყოფილი მთავარი პროკურორის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმე "შეკვეთილია". 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ საქმის მოწმეები ბიზნეს დავებთან დაკავშირებით საუბრობენ, თუმცა დასადგენია "ეს კონფლიქტი საერთოდ ბუნებაში არსებობს თუ არა".

  • როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა, ფარცხალაძის წინააღმდეგ რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება დევს საქმეში. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ორივე მოწმე მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მეგობარი იყო. [ისინი ჯერ საგამოძიებო უწყებაში დაკითხეს, შემდეგ კი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში].

რამდენიმე დღის უკან თურმე საქართველოში ჩამოვიდა 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომლებმაც განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, პირობითად, რომ თურმე მათ ჰქონდათ ბიზნეს დავებთან დაკავშირებთ ურთიერთობა. ჯერ რომელ ბიზნესზე იყო საუბარი? გამოკვეთილი არის, რომ ეს სიგარეტების ბიზნესი მართლაც არსებობდა? 

მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ დასტურდება რაღაცა კონფლიქტის არსებობა, ეს კონფლიქტი არსებობს თუ არა, ან არსებობდა თუ არა, ეს მეორე საკითხია. ეს კონფლიქტი საერთოდ ბუნებაში არსებობს თუ არა, ესეც დასადგენია. 

პოზიცია ჩვენი არის ის, რომ ამ ადამიანებთან არანაირი სახის კონფლიქტი და ურთიერთობა დაძაბული არ ყოფილა. ამას შეიძლება, მართლაც, პირობითად ვუწოდოთ შეკვეთილი ბრალი. ამის უკან ვინ დგას ამაზე პასუხი არ მაქვს. 

ჩვენც ვეყოფით სამართლიანობისა და უდანაშაულობის დასადასტურებლად, მთავარია სასამართლო იყოს სამართლიანი," - თქვა გაგი მოსიაშვილმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
  • ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.