სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია - კობახიძე

30.10.21 19:17
სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია - კობახიძე

"სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ვაზისუბნის  62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კობახიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს.

სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია. ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია და ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ ან მეათედ. ეს მოხდა მეოცედ მემგონი - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი სიახლეები