თუ 20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას დაიწერს, ესენი დაემხობიან - ნინო ბურჯანაძე ,,ქართულ ოცნებაზე"

30.10.21 19:37
თუ 20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას დაიწერს, ესენი დაემხობიან - ნინო ბურჯანაძე ,,ქართულ ოცნებაზე"

,,თუ 20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ხელისუფლება დაიწერს, ესენი დაემხობიან" - ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გააყალბოს არჩევნების შედეგი.

 თუ ესენი გაბედავენ და 20-ვე მუნიციპალიტეტში დაიწერენ გამარჯვებას, დღეს თუ არა, ხვალ, ესენი დაემხობიან. ეს არ არის ჩემი მოწოდება დამხობისკენ, არავითარ შემთხვევაში, თორემ შესაძლებელია, ხვალ ციხეში აღმოვჩნდე, ეს არ გამიკვირდება.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ან ციხის, ან ამ ხელისუფლების მეშინია, უბრალოდ, მართლა არ მინდა ეს. ქვეყნისთვის ცუდი არ მინდა, თორემ ეს ხელისუფლება ყველაფერს იმსახურებს. ამიტომ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, როგორც ქვეყნის გულშემატკივარი - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ,,ტვ პირველის" ეთერში. 

ნინო ბურჯანაძე ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 20-ვე მუნიციპალიტეტს დამაჯერებელი უპირატესობით იგებს. 

მსგავსი სიახლეები