აქტივები, რომელიც სანქციების შემდეგ ფარცხალაძემ შვილს გადასცა, არც ყადაღის და არც სანქციის ქვეშ არ მოქცეულა
აქტივები, რომელიც სანქციების შემდეგ ფარცხალაძემ შვილს გადასცა ამ დრომდე არც ყადაღის და არც სანქციის ქვეშ არ მოქცეულა.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთადერთი რაც ყოფილმა გენ პროკურორმა გააჩუქა ეკლესიაა.
საჯარო რეესტრის თანახმად, წავკისის ველზე მდებარე ტაძარი, რომელიც ოთარ ფარცხალაძის საკუთრება იყო, საპატრიარქოს გადაუფორმეს, ოღონდ მხოლოდ ტაძარი. ეზო და ტაძრამდე მისასვლელი გზა კი ისევ ფარცხალაძეების საკუთრებად რჩება.
ქართული ოცნება და ოთარ ფარცხალაძე ერთმანეთის სინონიმებია. ყველა ის უკვე ჩარეცხილი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომლისგანაც ქართული ოცნება დიდტანცირებას ცდილობს, ყველა მათგანს საერთო წარსული აქვთ, სადაც ისინი ძალიან ბევრ და მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან გადაჯაჭვულები.
როგორც არ უნდა განვითარდეს ამ გამოზიების ბედი, როდესაც ყოფილ მთავარ პროკურორს შენ თვითონვე ამხელ ამ ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე გახმაურებლ შეკვეთილ მკვლელობაში და მის ორგანიზებნაში, ეს არის მათივე მმართველობისათვის დიაგნოზის დასმა და იმ კრიმინალური მმართველობის აღიარება, რომელიც ეს ქვეყანა ბოლო წლებში ჩავარდა. ეს რა საკვირველია, ვერავის ვერ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მათ შორის იმ ადამიანებს, რომელბიც წლების განმავლობაში, ფარად ეფარებოდნენ ოთარ ფარცხალაძეს და მისი კრიმინალური საქმიანობის შენიღბვას ცდილობდნენ"- თქვა პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ.
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
- ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.