ფარცხალაძის საქმე: "ივანიშვილი "კანონიერ ქურდებთან" პასუხისმგებლობის აცილებს ცდილობს"

31.12.25 13:47
ფარცხალაძის საქმე: "ივანიშვილი "კანონიერ ქურდებთან" პასუხისმგებლობის აცილებს ცდილობს"

"ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა შიდა რუსულ სპეცსამსახურებში არსებულინ კლანური დაპირისპირების გამოვლინებაა"- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, კორუფციის მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა. 

რაც შეეხება ამ სკანდალში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, კორუფციის მკვლევარი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ახლა ცდილობს ყოფილი გენ პროკურორისთვის ბრალის წაყენებით,  ე.წ. შავ სამყაროსთან დაალაგოს ურთიერთობა, მეორეს მხრივ კი მჟავანაძის თანახმად, ივანიშვილისთვის ფარცხალაძე პირადი ტვირთია, რადგან ექს მაღალჩინოსანი მილიარდერის მთავარი დასყრდენი იყო. 

"შიდა კლანური დაპირეისპირებაა რუსულ სპეცსამსახურებში, რომლის ნაწილიც ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძეც არის და იყო. ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დიდი სკანდალი გახდა არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ რუსეთში. ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს პასუხისმგებლობა აირიდოს, მეორეს მხრივ "კანონიერ ქურდებთან" ურთიერთობა არ გაიფუჭოს, და მესამე - ფარცხალაძე მისთვის ტვირთია და საფრთხეა. 

რა თქმა უნდა, ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" განუყოფელი ნაწილია. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა მას წარსულში გადაეფარნენ. ეროვნული ბანკი გადაეფარა, ხან თავად კობახიძე. ვიცით, რომ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის მტავარი დასყრდენი იყო"- აცხადებს მჟავანაძე. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
  • ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.