ოპოზიციამ ყველა დიდი ქალაქი მოიგო - "მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგები
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით "ანოვას" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ შემდეგი თვითმმართვე ქალაქებში გაიმარჯვა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.
თბილისში: ენმ - 51, ქართული ოცნება -49
რუსთავი: ენმ - 53 , ქართული ოცნება - 47
ქუთაისში: ენმ - 53 , ქართული ოცნება - 47
ზუგდიდში: ენმ - 53, ქართული ოცნება - 47
ბათუმში: ენმ - 51, ქართული ოცნება - 49
ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.
გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.
შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.