ფარცხალაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ოთარ ფარცხალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს. ყოფილი გენერალური ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბიზნესმენის მკვლელობა მას არ დაუკვეთავს.
სახელმწიფო უწყება, ოფიციალური ორგანო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ტავად მათ ჰკითხეთ. რაც შეეხება დაუსაბუთებელ აღკვეთის ღონისძიებას, რომელიც უსამართლოდ შეეფარდა ოთარს [ფარცხალაძეს] აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში"- განაცხადა ექს ძალოვანის ადვოკატმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ყიფილ გენერალურ პროკურორს მოლოდინი, რომ რუსეთი მას საქართველოს გადმოსცემს, გაგი მოსიაშვილი ამბობს:
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიან სასამართლოში უნდა დავამტკიცოთ ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობა. ეს სასამართლო ჩემთვის პირადად არ აღიქმება [სამართლიან სასამართლოდ] ვინაიდან გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ არაპირდაპირი ჩვენებით ბრალდების სტანდარტის არსებობა, ფაქტობრივად მიანიშნებს სასამართლოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას"- დასძინა ადვოკატმა.
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
- ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.