შანტაჟის, დაშინების, ფულის დარიგების მიუხედავად, ხელისუფლება მაინც დამარცხდა! - გიორგი კირთაძე
ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, გიორგი კირთაძის, თქმით, მიუხედავად შანტაჟისა და უპრეცენდენტო რაოდენობის თანხის დახარჯვისა, ხელისუფლება არჩევნებში და კერძოდ ბათუმში დამარცხდა.
გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ახლა მთავარია, დასრულდეს სიძულვილის ენა და კოლაიციური მთავრობა მუშაობას შეუდგეს.
ყველანი კარგად ვუყურებდით ხომ, ასეთი მასშტაბის ფულის დარიგება, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება არ ყოფილა აქამდე. დამარცხდნენ, რადგან ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. იმ განწყობებს, რაც ბათუმში იყო, ეტყობოდა, რომ დაიღალა ხალხი იმ სიტუაციით, რაშიც ცხოვრობს. ხალხმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს.
ახლა მთავარია, ძალიან მშვიდად მრავალპარტიულმა ერთიანობამ საკრებულოში და კოალიციურმა მერიამ დაიწყოს მუშაობა, დასრულდეს სიძულვილის ენა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა - განაცხადა გიორგი კირთაძემ.
მთავარი არხის ეგზიტპოლით დიდ ქალაქებში ენმ-მ გაიმარჯვა, იმედის ეგზიტპოლით - ქართულმა ოცნებამ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი