ყველას გილოცავთ გამარჯვებას! - ღარიბაშვილი "იმედის" ეგზიტპოლზე დაყრდნობით ზეიმობს
"ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მტკიცებით, მმართველმა გუნდმა ოცივე მუნიციპალიტეტში გამარჯვება მოიპოვა. ღარიბაშვილი მხოლოდ “გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს ეყრდნობა.
ღარიბაშვილმა კახა კალაძეს დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ყველას გილოცავთ გამარჯვებას! მე მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა უფალს, ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით.
ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მე მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე და ასევე, ყველას მინდა, მივულოცო - ყველა მერს, ჩვენს ყველა კანდიდატს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი