ჩემი მთავარი ამოცანაა, ყველა ხმა იყოს დაცული - ხატია დეკანოიძე
წარმოუდგენელი მობილიზაცია საარჩევნო უბნებზე - ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი. ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, ამჟამად საარჩევნო უბნებზე უნდა მოხდეს ხმების დაცვა, რათა ბიულეტენები არ გაბათილდეს და ხელისუფლების დამარცხება გაფორმდეს.
ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოალიციური მთავრობა წარვადგინერთ.
ჩემი მთავარი ამოცანა დღეს არის, საქართველოს მოქალაქის ყველა ხმა იყოს დაცული. გვაქვს წარმოუდგენელი მობილიზაცია უბნებზე. ესაა ჩვენი დამკვირვებლები, წარმომადგერნლები, კომისიის წევრები სხვადასახვა პარეტიებიდან, არა მხოლოდ ,,ნაცმოძრაობიდან".
ახლა მნიშვნელოვანია, რომ უბნებში შიგნით არ იყოს ხმების გაბათილების მაღალი პროცენტი, არ გაგვიბათილონ, არ ჩაყარონ, რადგან მთელი დღის განმავლობაში ხან ერთ უბანზე ჩააქრობდნენ შუქს, ხან მეორეზე. ამიტომ ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
არჩევნები ქუთაისში წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობდა, წარმოუდგენელი რაოდენობის ფული დაიხარჯა, ბოლოს როცა ხელში ჩაგვივარდა მტკიცებულება, 300-400 ლარს იხდიდა ხელისუფლება ერთ ხმაში - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი