ადგილობრივი არჩევნები დასრულდა - საარჩევნო უბნებში ხმებს ითვლიან
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.
ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლის პროცესი მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართა.
მეორე ტურისთვის 1830 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი.