ხმაური სენაკში - დამკვირვებელი გადასატანი ყუთის ბიულეტენების გადათვლას ითხოვდა
სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე, ხმაური იყო. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის გამოუყენებელი ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა, რაზეც კომისიის თავმჯდომარისგან თავდაპირველად უარი მიიღო. ამ ფაქტს შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ, ბიულეტენების გადათვლა მოხდა და დარღვევა არ გამოვლენილა.
ამ წუთებში სენაკის მე-14-ე საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის პროცესი მიმდინარეობს.