რატომ ჩაქრა შუქი საარჩევნო უბანზე - ცესკო-ს განმარტება
ცესკო-მ ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე შუქის ჩაქრობის მიზეზი განმარტა. ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის, თქმით, ელექტროენერგიის შეწყვეტა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
რაც შეეხება ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის შეწყვეტას, მოკლე ჩართვის გამო მოხდა გათიშვა. მალევე აღდგა ეს პროცესი და ხელი არ შეუშლია ამას საარჩევნო პროცესისთვის. ეს იყო გამათბობელის ჩართვის შედეგად მოკლე ჩართვა", - ამბობს ნათია იოსელიანი.