პირველადი შედეგებით, ფონიჭალის სამივე უბანი კოალიციის გამარჯვებით დასრულდა - მელია
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, კრწანისის რაიონში, სადაც ხმების დათვლა ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა, პირველადი ინფორმაციით, კოალიცია იმარჯვებს.
მინდა პირველადი შედეგები მოგაწოდოთ, კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება, უბრალოდ იქ მეტი ბრძოლა გვჭირდება, აქ ელექტრონულ ფორმატში ტარდებოდა და უბრალოდ ამოსარტყმელი იყო ე.წ. ჩეკი",- თქვა ნიკა მელიამ.
პარტიაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ კრწანისის უბანში ხმების ნახევარია დათვლილი, რომლის თანახმადაც, კახი კალაძემ 57.5% აიღო, ნიკა მელიამ კი 42.5%.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი