არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.09% შეადგინა - ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.09% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 025 406 ადამიანია.დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 47.7%-ია.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.
მსგავსი სიახლეები
13.08.26 12:23
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი