განმუხურის საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა - ყუთში წინასწარ გამზადებული ბიულეტენები ჩაყარეს
ხმაური იყო განმუხურში, 39-ე უბანზე უბნის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შუქი ჩაქრა. ენმ-ს წევრის, მარიამ ახალაიას თქმით, გაყალბება იმ დროს მოხდა, როცა შუქი ჩამქრალი იყო. მისი თქმით, წინასწარ გამზადებული ბიულეტენები ყუთში უშუქობის დროს მოათავსეს.
გამორთული იყო 2-3 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში მოახერხეს წინასწარ გამზადებული ბიულეტენების მობილიზება და ყუთში ჩაყრა. ამ მომენტში ყუთის დაცვას ეცადა ენმ-ს წარმომადგენელი ხვიჩა ცხვიტარია, რომელსაც ფიზიკურად შეეხნენ და ცადეს გარეთ გამოთრევა. ამის შემდეგ 2-3 წუთში ჩაირთო ელექტროენერგია და დახურეს უბანი", - ამბობს მარიამ ახალია "ტვ პირველთან".
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი