ბევრმა იცოდა, რომ ფარცხალაძე რუსეთში "ოცნებას" წარმოადგენდა - კოკა მორგოშია
ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში გარკვეულ ჯგუფებს გრიგოლ ლილუაშვილის ფორმაციის "ოცნების" წარმომადგენლად ესახებოდა - ამის შესახებ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე, კოკა მორგოშია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
კაცი, ვინც საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, მისი ლიკვიდაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფარცხალაძეს მძიმე დანაშაულში ბრალი ოფიციალურად წაუდგინეს, მისი გავლენები მოსკოვში შესუსტდება. მათ შორის გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები მასთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებენ.
ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ ის [ფარცხალაძე] "ოცნებას" წარმოადგენდა რუსეთში. ეს ყველასთვის ღიაა. მას ეძებს "ქართული ოცნება". ამის შემდეგ სავარაუდოდ, იქ ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდება. ეს შეხვედრები აფტი ალაუდინოვთან თუ სხვა პოლიტკოსთან ფაქტობრივად არ იქნება. ფარცხალაძე ლილუაშვილის ფორმაციის "ქართულ ოცნებაში" მოსკოვში მაგას იძახოდა, რომ მე წარმოვადგენ "ოცნებას" და მე ვარ ყველაფერიო, ეს ფაქტია.
პრობლემა ექნება თავისთავად რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ, რომ პოლიტიკა აკეთო რუსეთში და იყო იმ საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც შენ გეძებს და სამუდამო პატიმრობა გემუქრება, ეგეთი რამე მოსკოვშიც შეუძლებელია რომ დაალაგო.
პირდაპირ გეუბნებით, პირადად თქვენ სახელები და გვარები არაფერს გეტყვით, ფარცხალაძეს ბრალი რომ წაუყენეს, მაშინ გაიგეს რუსეთში, რომ თურმე ეს კაცი დაპირისპირებულია "ქართულ ოცნებასთან". - განაცხადა კოკა მორგოშია.