ამ არჩევნებს არ დავთმობთ - ოპოზიციის საგანგებო განცხადება

31.10.21 00:41
ამ არჩევნებს არ დავთმობთ - ოპოზიციის საგანგებო განცხადება

არ ვაპირებთ ამომრჩევლების ხმების დათმობას - "ლელოს" ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებებს ერთგვარ დირექტივას უწოდებენ, რომ არჩევნები მოიპარონ. 

 "ცდილობენ მოატყუონ საზოგადოება, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები - არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას"- აცხადებს "დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. 

მისი თქმით, სიცრუეა თითქოს დიდი ქალაქების უმეტესობას „ქართული ოცნება“ იგებს.

 ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას,“ მოეშვას წინასწარ მანიპულირებული, ტყუილი განწყობის შექმნას. გავაგრძელოთ უბნებზე ბრძოლა. ახლა ვუყურებდი გლდანში, სადაც გვაქვს დიდი უპირატესობა, იქ ცდილობენ სიტუაციის არევას, ასევე მიდის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბათუმშიც იგივე სურათი არის. აბსოლუტური აბსურდი და სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ ზუგდიდი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქები მოიგეს. ჩვენ ხალხს აქვს უპირატესობა და არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას“- არნიშნა ხოშტარიამ.

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზაეაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს არ მოდუნდნენ და ყველა ხმა დაიცვან: 

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, გაგრძელდება თითოეული ხმის დასაცავად, ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და არ მოვაპარინებთ ქართულ ოცნებას, ეს არის გამორიცხული, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ამიტომ, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს დამკვირვებლებს უბნებზე მოვუწოდებთ, რომ არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის, ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში გამოვლენ, თავის სიტყვას იტყვიან თუ რა ხდება ადგილებზე"- თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძემ. კი ამბობს, რომ "ამ შედეგებითაც მთავრობას ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლებემი აქვს". 

ხელისუფლებას ამ შედეგებითაც, რაც გამოაქვეყნეს, უკვე ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლებემი აქვს, შეუძლებელია დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში- თქვა ჯაფარიძემ. 

"დამთავრდა, 2024 წლამდე ლოდინიც არ მოუწევთ, ნაცმოძრაობა იქამდე დამთავრდება" - თქვა რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები