2024 წლამდე ლოდინიც არ მოუწევთ, ნაცმოძრაობა იქამდე დამთავრდება - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობას" 2024 წლამდე "დასრულებას" უწინასწარმეტყველებს.
ირაკლი კობახიძე ცესკოს წინასწარ, უბნების მცირე ნაწილს იშველიებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია დამარცხდა:
ჩვენ გამოგვიცხადეს რეფერენდუმი, სადაც მოვიგეთ, შემდეგ გამოგვიცხადეს რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც ასევე მოვიგეთ, უფრო მეტი შედეგით, წაგებული არიან როგორც პირველ ასევე მეორე ტურში - ოქმის მონაცემებია უკვე. დამთავრებულია, ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მემგონი არც მოუწევთ ლოდინი, რადგან ნაცმოძრაობა მაქამდე დამთავრდება"- თქვა კობახიძემ.