ჩიქოვანი - 51,4%, კირთაძე 48.5% - ბათუმში დათვლილია ხმების 45.7%
ამ დროისთვის ცესკომ ბათუმში ხმების 45.7% დათვალა.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს ხმების 51,4% აქვს მიღებული, ხოლო ოპოზიციის საერთო კანდიდატს გიორგი კირთაძეს 48.5%.
ბათუმში სულ 105 უბანია, აქედან დათვლილია 48 უბანი.