"ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ ხარბად მიეთვისებინა ყველა ოლქი - საბა ბუაძე

31.10.21 10:25
"ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ ხარბად მიეთვისებინა ყველა ოლქი - საბა ბუაძე

პარტია "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ გუშინ ჩატარებული არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველა ოლქი ხარბად მიეთვისებინა.

"ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ყველა მეთოდი იმისთვის, რომ დამახინჯებულიყო ხალხის ნება, დამახინჯებულიყო ხალხის დაკვეთა ცვლილებებზე და ვერც ერთ შემთხვევაში ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერც სამართლიანად, ვერც თავიუსუფლად, იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ ხარბად მიეთვისებინა ყველა ოლქი, სადაც მეორე ტური იყო და ბუნებრივია, რომ ამას საზოგადოების მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაქცია, - განაცხადა ბუაძემ. 

მსგავსი სიახლეები