ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ - იოსებ ხახალეიშვილი

31.10.21 10:47
ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ - იოსებ ხახალეიშვილი

    ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილმა  განაცხადა. ხახალეიშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, ხოლო ოპონენტების მის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

   ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ გუშინ და ეს გამარჯვება უკვე ოფიციალურად გამოცხადებული არის ცესკოს გვერდზე. არჩევნების გარემო იყო ძალიან ცუდი გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ოპონენტების მიერ ჩემს მიმართ წარმოებული კამპანიით, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევძელი ის, რომ ბოლომდე მივიყვანე ჩემი საარჩევნმო კამპანია ისე, როგორც ამ ქალაქს შეშვენის და ჩემს ოჯახ შეშვენის, - განაცხადა ხახალეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები