ყველას მერი ვიქნები, ყველას პრობლემების გამზიარებელი - ოპოზიციის გამარჯვებული მერობის კანდიდატი
ოპოზიციის ერთადერთმა გამარჯვებულმა კანდიდატმა წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხარჩილავამ კლოაიციური მმართველობის პლიუსებზე ისაუბრა და მოსახლეობა დაპირდა, რომ ყველას პრობლემების გამზიარებელი მერი იქნება.
ყველა მოქალაქეს, რომელმაცს აკუთარი ნება საარცევნო ყუთთან მოიტანა, მოიტანა როგორც მომავალი საქართველოს სამშენებლო ფუნდამენტის განმსაზღვრელი, მომავალი ცვლილებების მაუწყებელი, მომავალი დეცენტრალიზაციის მაუწყებელი საქარტველოში კოალიციის , როგორც ახალი პოლიტიკური ხედვის, ახალიმ პოლიტიკური კულტურის მაუწყებელი, ყველა ამ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით მინდა მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებით ეს ეკუთვნის ჩემს წალენჯიხას, ჩემს მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგ სისტემამ უპორეცენდენტო რეპრესიული სცენარი დადგა, მაგრამ მათ ეს მიიღეს ძალიან ღირსეულად და ამ გამოწვევას საკუთარი პიროვნული თვაისუფლებით შეეგებნენ. ვეუბნები ჩემს მოსახლეობას, რომ ყველას მერი ვიქნები, მათი პრობლემების გამზიარებელი, აქ უკვე კოალიციური მთავრობა შედგა, საკრებულომ უმრავლესობა მოიპოვა ოპოზიციურმა ძალებმა და მთლინობაში ეს ქმნის ისეთ მექანიზმებს, რომელიც გამორიცხავს კორუფციას, ნეპოტიზმს, - განაცხადა ხარჩილავამ.
გიორგი ხარჩილავა ოპოზიციის ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაამრჯვება მოიპოვა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძის განცხადება გეორგიევსკის ტრაქტატზე "საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფად" შეფასდა
""ქართული ოცნება" და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალის გაუქმება?!"- აცხადებს ფარჯიანი