ქუთაისი, ფოთი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი - მტკიცებულებები, თუ როგორ გაუბათილეს ოპოზიციას მოპოვებული გამარჯვება

01.11.21 11:33
ქუთაისი, ფოთი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი - მტკიცებულებები, თუ როგორ გაუბათილეს ოპოზიციას მოპოვებული გამარჯვება

აღმოჩენილია მტკიცებულებები, თუ როგორ გაუბათილეს ოპოზიციას მოპოვებული გამარჯვება - მაგალითად, წყალტუბოს 50-ე უბანზე "ქართულ ოცნებას" გასამარჯვებლად მხოლოდ 3 ხმა დასჭირდა, ეს მაშინ როცა, 34 ბიულეტენი გააბათილეს. 

ჩხოროწყუს მეორე საარჩევნო უბანზე კი მხოლოდ ერთი ხმა აღმოჩნდა საკმარისი, რომ მმართველ პარტიას გამარჯვება გაეფორმებინა. ამ შემთხვევაში 49 ბიულეტენი გააბათილეს. 

ფოთში 29-ე საარჩევნო უბანზე, აქ 32 ბიულეტენი გადაიტანეს ბათილებში, სხვაობა კი მხოლოდ 4 ხმაა. 

ხაშურში ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 22-ია.

რაც შეეხება დედაქალაქს, ნაძალადევსა და ვაკეში არაერთი საარჩევნო უბანია, სადაც გადამწყვეტი ერთი ხმა აღმოჩნდა, გაბათილებულ ბიულეტენთა რაოდენობა კი 30-ს აღემატება. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბათილი ბიულეტენები იყო "ქართული ოცნებისთვის" გამარჯვების დაწერის ერთ-ერთი სქემა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები