სახელმწიფო შეთქმულების საქმე - ბესო წერედიანი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

01.11.21 11:20
სახელმწიფო შეთქმულების საქმე -  ბესო წერედიანი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელსაც სუსი სახელმწიფო შეთქმულებას ედავება, ლილუაშვილის უწყებას ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო ბრიფინგიდან სამი დღე გავიდა, მაგრამ ბესო წერედიანისთვის სასამართლოში მისვლა ჯერ არ უთხოვიათ, რაც აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად და წინასაარჩევნო განწყობების შესაქმნელად დაიწყო.

ჩაიწერეს და გამოიყენებს, რომ არჩევნების წინ რაღაც სკანდალები გადაეფარათ. გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დავუბარებივართ. ერთადერთი ზარი, განხორციელდა. ველოდები როდის დამიბარებენ ან დამიბარებენ თუ არა საერთოდ. ხალხი მიეჩვია, რომ ყოველი არჩევნების წინ მსგავსი საქმეები აღიძვრება. გვახსოვს ჭიკაიძის ცნობილი საბურავები და სხვა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი რეჟიმია ხელისუფლებაში, რომელსაც შეუძლია აბსურდზე ბრალდება ააგოს. ეს მაშინ, როცა ურთულეს რეგიონში ერთი აგენტი არ გამოუვლენია. 

ერთადერთი თხოვნა მაქვს, გულანთებულ ბავშვებს თავი დაანებონ, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, რომლებიც საუბრის დროს იქ მოძრაობდა. აგერ ვარ შეუძლიათ დამიბარონ"- აცხადებს წერედიანი. 

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში ეტაპირების დროს გზების ბლოკირებას გეგმავდა. საქმეში დევს ფარული ჩანაწერები, რომლის ქრონომეტრაჟიც ორი საათია და სუს-ის მტკიცებით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.

მსგავსი სიახლეები