სახელმწიფო შეთქმულების ბრალდება - სუს-ის ჩანაწერებში საკუთარი თავი კიდევ ერთმა პირმა ამოიცნო

01.11.21 13:42
სახელმწიფო შეთქმულების ბრალდება - სუს-ის ჩანაწერებში საკუთარი თავი კიდევ ერთმა პირმა ამოიცნო

სახელმწიფო შეთქმულების ბრალდება - ე.წ.  მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას წარუდგინა, სავარაუდოდ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი.

სუს-ის აუდიო ფაილებში თავი"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა, ალექსანდრე მილორავამაც, ამოიცნო.

ის გამოკითხვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ მაგისტრ მოსამართლესთან დაიბარებენ.

ბოლო 8 წელიწადია, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებით. ვვარაუდობთ, რომ ხშირ შემთხვევაში არაკანონიერი დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საუბრებიც შეიძლება, იყოს იყოს ჩაწერილი, ან გადაღებული. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, შევამოწმოთ, მაგრამ არ გაგვაჩნია ისეთი ტექნიკური შესაძლებლობა, ეს გავაკონტროლოთ სახელმწიფოზე უკეთ. ყველანაირად ვუშვებ, რომ ბიბლიოთეკაში იყოს მოსასმენი აპარატურა"- აცხადებს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ლანა ღვინჯილია. 

ღვინჯილია არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში აგენტებიც გადაადგილდებოდნენ, რადგან შენობაში შესვლა ყველას შეუძლია, პროცესები კი ღია და გამჭვირვალეა. 

რაც შეეხება ალექსანდრე მილორავას, მიხეილ სააკაშვილის  მხარდამჭერი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სუს-მა მისი განცხადებები დაამონტაჟა. 

ბუნებრივია, ჩვენ აზრებს ვცვლით, როგორ შეიძლება, ამ ხელისუფლებას ხელი შევუშალოთ იმაში, რომ ტყვეობაში არ ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ასეთ საუბარს არ ვუარვყოფ, მაგრამ რა ბრალდებაზეცაა საუბარი, ეს არის აბსურდული"- აცხადებს მილორავა.

ოპოზიციის მხარდამჭერი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ, თუმცა იქვე ამბობს, რომ უდანაშაულობას დაამტკიცებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება სამი დღის წინ დაიწყო. სუს-მა აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელშიც მათი მტკიცებით, ენმ-ს წევრები "დესტრუქციულ ქმედებებზე" საუბრობენ. ლილუაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ  ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები