ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფის შექმნა - საკაშვილის ადვოკატები ინიციატივას მიესალმებიან
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ორგანიზაცია „ემპათიას” მიერ ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფის შექმნას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ეხმაურებიან.
როგორც ბექა ბასილაიამ მედიას განუცხადა, სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
პროფესიული წრეებიდან, სამედიცინო სფეროდან წამოსულ ნებისმიერ ინიციატივას, ბუნებრივია, მივესალმებით. თუმცა, ეს რამდენად მოხერხდება ამასთან დაკავშირებით კონკრეტული განმარტების გაკეთება არ შემიძლია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ბლოკავს ადეკვატურ, დამოუკიდებელ, საღ აზრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იქნება მის მიერვე შექმნილი კომისიის რეკომენდაციის არგათვალისწინება, სახალხო დამცველის დასკვნის არგათვალისწინება, თუ პრემიერ-მინისტრის პირდაპირ ბოროტული განცხადებები, როდესაც ადამიანს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა"- განაცხადა ბასილიამ.
მისი თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცეს რეკომენდაციები და განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რაც მისი ადეკვატური მკურნალობისთვის არის მნიშვნელოვანი.