სააკაშვილი გაცილებით უარესად გამოიყურება, მას დაახლოებით 20 კილო აქვს დაკლებული - ლიზა იასკო
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "გაცილებით უარესად გამოიყურება".
დეპუტატის თქმით, სააკაშვილს ციხეში 20 კილოგრამი აქვს დაკლებული.
ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულება საერთოდ სხვაა. უბრალოდ ელოდო, ადამიანი როდის გახდება შეუძლოდ, ეს ძალიან არასწორია. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა სამარცხვინოა. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამის ასე დატოვება არ შეიძლება.
ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ბრძოლა არ გაგრძელდა, ნამდვილად შეიძლება, დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ის ყოველდღიურად მძიმდება და ესაჭირეობა ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სამოქალაქო კლინიკაში. ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მას თავი უჭირავს, თუმცა ვხედავ, რომ დღითი დღე უფრო ცუდად ხდება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა"- თქვა დეპუტატმა.
მისი თქმით, უკრაინის პოზიციაა, სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს, მაგრამ ბევრია დამოკიდებულები ქართულ ხელისუფლებაზე.
"იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება, ეს არის ქართული მხარის პასუხისმგებლობა"- აცხადებს იასკო.
მისივე თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.