აპირებენ, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაიყვანონ, საიდანაც შეიძლება, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მისი გატაცება - გვარამია
ერთ-ერთი ვერსიით იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში, ხოლო იქიდან ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ, მისი გატაცება - სკანდალური ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას, ნიკა გვარამიას თქმით, მდგომარეობა უარესდება, თუმცა ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ შესაძლოა, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს, ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება, ასე რომ არ გამოგივათ. ვერტმფრენის მობილიზებაც სწორედ ამას უკავშირდება. ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს წყაროსგან გვაქვს“ - განაცხადა გვარამიამ.