მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

01.11.21 15:34
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩემი რჩევა იქნება, ყველა თანამებრძოლის, ქვეყნის პატრიოტის და წესიერი ხალხის მიმართ, მიბაძონ ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წერილშია საუბარი. 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ "ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას"

ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას.

ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. 

ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ქვეყნის პატრიოტებისა და უბრალოდ წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და ,,ოცნება"  საკუთარ თავთან მარტო". - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

მსგავსი სიახლეები