მეტნაკლებად ყველა პოსტი ვიცი, რაც მე მეხება - ნინო წილოსანი

21.01.26 17:55
მეტნაკლებად ყველა პოსტი ვიცი, რაც მე მეხება - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ნატა ფერაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქტვისტის პოსტი "შეურაცხყმყოფელი იყო". დეპუტატის თქმით, მეტნაკლებად, მის შესახებ დაწერილი ყველა პოსტის შინაარსი იცის და შებამისად, არც ფერაძის ფეიქსბუქსტატუსი გამორჩენია. 

პოსტი ვიცოდი, რა თქმა უნდა. მეტნაკლებად ყველა პოსტი ვიცი, რაც მე მეხება და ძალიან კარგი, რომ თავად ახსენეთ, რომ ეს იყო შეურაცხყოფაზე და არა ცილისწამებაზე, იქ არ იყო ცილისწამება. ერთი უბედურებაა ცილისწამება, რასაც კამპანიურად აგორებენ ჩემს წინააღმდეგ, სრული ტყუილი და უკვე მეორე რაუნდია ამ ტყუილის. თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ის ტერიტორია არც მე, არც ჩემს ოჯახს, არც ჩემტან დაკავშირებულ არანაირ პირს არ ეკუთვნის. და, მეორე, რისთვისაც ეს საქმე არის დაწყებული, არის შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა უკიდურესი სიტყვებით, რომელიც ნატა ფერაძეს ახლა ნამდვილად არ ეშლება და არც უნდა გაუკვირდეს და პირიქით, მისთვის შეიძლება, პატივიც იყოს, რომ განსაკუთრებული გინებებისთვის რაღაცნაირად აღიარებული იქნება დამნაშავედ, - ამბობს წილოსანი. 

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ირკვევა, რომ ოქმის შემდგენელმა პოლიციელმა, ირაკლი კალანდიამ ფბ-ის სქროლვისას აღმოაჩინა, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს.