პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა - ანა წითლიძე

01.11.21 18:14
პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა - ანა წითლიძე

საპარლამენტო მანდატს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძეც ტოვებს. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ პარლამენტში ყოფნის აზრს ვერ ხედავს.

მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ.

მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი)

ქართული ოცნება უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე", - წერს წითლიძე ფეისბუქგვერდზე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები