დაკავებების სერია თბილისში - პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდამჭერი ამერიკის მოქალაქე დააკავა.

01.11.21 20:22
დაკავებების სერია თბილისში - პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდამჭერი ამერიკის მოქალაქე დააკავა.

ხმაური და დაკავებების სერია თბილისში. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა და რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ,,ემიგრანტების მოძრაობის" ლიდერი, ამერიკის მოქალაქე, პაატა აბჯანდაძე, დააკავა. 

იმის მიუხედავად, რომ რუსთაველზე დაგეგმილი აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, სამართალდამცველებმა აქტივისტებს მისი გამართვისა და კარვების დადგმის საშუალება არ მისცეს.
 

ვაპროტესტებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას და არჩევნების შედეგს, რომელიც ხელისუფლებამ გააყალბა. სწორედ ,,ქართული ოცნების" დამსახურებაა, ჩვენ რომ ამერიკაში ემიგრაციაში წავედით - აცხადებენ ემიგრანტები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად ემიგრანტები ამერიკიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ და სამოქალაქო ორგანიზაცია, ,,ემიგრანტების მოძრაობა", შექმნეს. ისინი აპირებენ, 24 საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე დარჩნენ და მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყონ.

 

 

ზზ

მსგავსი სიახლეები