ვინ თანხმდება [არ] თანხმდება "ოცნებასთან" დებატებს

22.01.26 17:21
ვინ თანხმდება [არ] თანხმდება "ოცნებასთან" დებატებს

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებასთან" დებატებისთვის მზად არიან. პირველი ვინც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იყო. ჯაფარიძე მზაობას გამოთქვამს ირაკლი კობახიძეს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფორმატში ედებატოს. 

დებატებზე თანხმობას აცხადებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც". 

ივანიშვილმა და მისმა სპიკერებმა მოკლეს საქართველოში საჯარო დისკუსია, იმიტომ, რომ ისინი აღარ დადიოდნენ ოპოზიციურ არხებზე, თავისი გადაწყვეტილებებით აკეთებდნენ ამას და მათ შორის არ იწვევდნენ არცერთ ოპოზიციონერს, მიუხედავდა იმისა, რომ ამაზე ხშირად იყო მოთხოვნა, თუნდაც იმედთან დაკავშირებით, რამდენჯერ ყოფილა მოთხოვნა, აქ კი ნუ გვისვამთ შეკითხვას, წაგვიყვანეთ, გადაცემაში დაგვისვით და იქ ვილაპარაკოთ.  ქოცებსაც უწევთ იმის აღიარება, რომ ქვეყანა არის უკვე ღრმა კრიზისში. პოლიტიკური პატიმრები თუ არ გათავისუფლდნენ, თუ სარჩევნო და რეპრესიული კანონმდებლობა არ შეიცვალა, არაფერი არ შეცვლის ამ ყველაფერს. ამასთან ერთად საჯარო დისკუსიაც უნდა გაიხსნას, ყველაფერი სხვაც უნდა მოხდეს, მაგრამ აი ამის გარეშე არ გამოვა არაფერი", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

"ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც "ოცნება" პარტიებს აკრძალვით ემუქრება, დებატებზე საუბარია კომიკურია, თუმცა მზაობას გამოთქვამენ ნებისმიერ საკითხზე გაუწიონ ოპონირება ივანიშვილის გუნდის წევრებს. 

6 წელია გაურბიან დებატს. დაპატიმრებული ჰყავთ უამრავი პოლიტიკური ოპონენტი, ებრძვიან პარტიებს და აპირებენ მათ გაუქმებას, ასეთ ვითარებაში, დებატის სიკეთეზე საუბარი, რა თქმა უნდა, არის კომიკური.  აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური და სოციალური საკითხები, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა, როგორიც არის  ძირითადი დიდი საკითხები, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ სადებატოდ", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, ნიკა ფარულავას არ სჯერა, რომ "ოცნების" ლიდერები დამოუკიდებელ ტელევიზიებში დებატებს დათანხმდებიან. თუმცა მზაობას გამოთქვამს, რომ სინდისის პატიმრებსი გათავისუფლებასა და ახალი არჩევნებსი შესახებ ივანიშვილის გუნდის წევრებთან დებატებში ჩაერთოს. 

თუ მათ მართლა სურთ კამათი და დებატი და ასეთ დაშვებას აკეთებენ, რაც კიდევ ერთხელ არ მჯერა, რომ ეს მართლა დემოკრატიზაციის გამო სურთ, აგერ არის კონკრეტული თემები და უპირველესი არის, როგრო გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.  თუ ვინმეს სჯერა, რომ ამ ტელევიზიში მოვლენ, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაზე, აი იმ სიგიჟეებზე, ტროტუარზე დგომსი გამო, რომ ადამიანები უნდა დაიჭირონ. მოვიდნენ და ვილაპარაკოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მჯერა, რომ ამას ისინი იმიტომ აკეთებდენ, რომ რაღაც დემოკრატიის დამკვიდრების პერიოდი დადგა ქვეყანაში", - ამბობს ნიკა ფარულავა. 

ასევე ნახეთ: 

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დებატების დაბრუნებას აანონსებს - "ოცნების" პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, რომ საზოგადოებამ  ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია მოისმინოს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. 

  • ცნობისთვის, "ოცნებას" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, ამიტომ საინტერესოა, ვისთან დებატებზე საუბრობს ივანიშვილის გუნდის პრემიერი.