"ქუჩას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი" - ბათუმში პროტესტის ტალღა იწყება
ბათუმში აქცია გაიმართება. ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები 5 საათზე შეიკრიბებიან. ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ოცნებამ" ბათუმში არჩევნები გააყალბა. ბათუმის მერობის ოპოზიციის კანდიდატი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში, ქუჩის პროტესტს მნიშვნელოვანი ადგილი ექნება.
ბრძოლა თავისუფლებისა და ცვლილებებისათვის გრძელდება. ჩვენ ძალიან გვინდოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო არჩევნების გზით, თუმცა ვნახეთ რომ ივანიშვილი არათუ აყალბებს არჩევნებს არამედ ამას არ ქვია საერთოდ არჩევნები. ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმაში ქუჩას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ალბათ არა რის გასაკვირი, რომ აქციები იწყება ბათუმიდან, დღეს 17:00 საათიდან ყველას ველოდებით აქ მთავრობის სახლის წინ. უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს, რომ ვართ ძალიან ბევრი და არ ვეგუებით იმას რასაც გვთავაზობს, არ შეიძლება მონობაში ცხოვრება, ყველაფერს გავაკეთებთ , ბოლომდე ვიბრძოლებთ და მივაღწევთ თავისუფლებას", - ამბობს გიორგი კირთაძე.