სახელმწიფო შეთქმულების საქმე - ბესო წერედიანი სასამართლოში იკითხება

02.11.21 12:33
სახელმწიფო შეთქმულების საქმე - ბესო წერედიანი სასამართლოში იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო  გადატრიალებაში დადანაშაულებული ბესო წერედიანი იკითხება. წერედიანი, რომელიც სუს-ის ჩანაწერებში ფიგურირებს, ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მისი თქმით,  დაკავების შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ველოდები, არა მგონია რომ ეს აბსურდი გააგრძელონ იმ მუხლით, რა მუხლითაც აქვთ დაწყებული და დამაკავონ და დაკავებები დაიწყონ, არანაირი სასამართლო პერსპექტივა ამას არ აქვს და მაშინ ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ გადაჯდება, ლუკაშენკოს რეჟიმის დონეზე დადგება, როდესაც არაფრის გულისათვის ადამიანებს უბრალოდ საუბრის გულისთვის იჭერენ.  ვითანამშრომლებ თავისთავად ცხადია იმ სტადიამდე, სანამ ეს კიდევ უფრო აბსურდულ ვითარებაში არ გადავა. თუ გადავა იმ ვითარებაში, რასაც ესენი აპირებენ, თუ აპირებენ,  მიიღებენ კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარს, მოშიმშილე პატიმარს, რომელიც ზუსტად იმავეს გააკეთებს, რასაც აკეთებს მესამე პრეზიდენტი", - ამბობს წერედიანი. 

მსგავსი სიახლეები