"საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს" - ნიკა მელიამ დღეს ბათუმსა და თბილისში აქციები დააანონსა

02.11.21 11:15
"საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს" - ნიკა მელიამ დღეს ბათუმსა და თბილისში აქციები დააანონსა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, დღეიდან უწყვეტ პროტესტს აანონსებს. მისი განცხადებით საპროტესტო აქცია დღეს 17:00 საათზე ბათუმში, ხოლო 18:00 საათზე თბილისში, რუსთავის ციხესთან, გაიმართება. 

ყველზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულებად, ამიტომ ეს არ და ვერ დარჩება პასუხისგაუცემელი. საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს და ეს პროტესტი იწყება დღეს ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არა მხოლოდ ბათუმელებს 5 საათზე აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების ე.წ. კვარტალში და ამავე დროს, რუსთავის ციხესთან ველოდებით 6 საათზე მოსახლეობას, ადამიანებს, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ვისაც ანაღვლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და ეს ყველაფერი გვინდა, ავლაგმოთ რუსთავის ციხესთან, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშილს აი, ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ცოცხალი, - თქვა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელია ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების საკითხზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული დეპუტატი საერთო სახლხო მღელვარებასა და ბრძოლაში მონაწილეობის მანდატით მიიღებს, თუ მანდატის გარეშე. 

არაფერ შუაში არ არის წინა პლანზე ახლა წამოწევა პარლამენტის წევრები დატოვებენ მანდატს დღეს თუ ხვალ თუ ზეგ, ყველა დატოვებს ადრე თუ გვიან, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. ჩემთვის ეს საკითხი არის დახურული, ჩენმთვის პარლამენტი არ არსებობს. ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებაში თუ მანდატის გარეშე, ჩემთის სულერთია. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, - განაცხადა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები