ფრაქცია "ლელო" პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს

02.11.21 11:15
ფრაქცია "ლელო" პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს

ფრაქცია "ლელო" ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნაა.

როგორც სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სანამ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება, ფრაქცია პლენარულის სხდომების ფარგლებში მუშაობას წყვეტს. 

"ლელოში" აცხადებენ, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების მთავარი ვალდებულება უნდა იყოს.

ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით", - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები