საკადრო წმენდა გორში - გორის მოჭიდავე მერმა გამგებლად ძმაკაცი დანიშნა
გორის მოჭიდავე მერმა საკადრო წმენდა დაიწყო. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველივე სამუშაო დღეს სოფელ ატენსა და წმინდა წყლის დასახლებაში მერის წარმომადგენლები სახლში გაუშვა. სოფელ ატენის გამგებელმა, ნუგზარ მძინარაშვილმა, გათავისუფლების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მის ნაცვლად ხინჩაგაშვილის ახლო მეგობარი, სანდრო ხუციშვილი, დაინიშნა.
გამათავისუფლეს, ბიჭები რომ დაიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად, მე არ დამიბარეს, რომ მივედი, განცხადება უკვე დაწერილი ჰქონდა. მოუნდა თავის ძმაკაცს გამგებლობა და დაუთმეს - ამბობს მძინარაშვილი.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ გორის მერმა მეგობრებს არჩევნების დროს მხარდაჭერა დაუფასა.