სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და ხმების დაცვა - ხვალ ზუგდიდში აქცია გაიმართება

02.11.21 11:27
სააკაშვილის  სიცოცხლისთვის ბრძოლა და ხმების დაცვა - ხვალ ზუგდიდში აქცია გაიმართება

ხვალ, 3 ნოემბერს, 20:00 საათზე, ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ დროა, ხალხმა საკუთარი არჩევანი, ქვეყნის თავისუფლება და სააკაშვილის სიცოცხლე ქუჩაში დაიცვას.

ხვალ, 3 ნოემბერს, ზუგდიდში, საღამოს 20:00, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ, მეუნარგიას 25-ში, გელოდებით აქციაზე. 

ამ არჩევნებმა გვანახა. რომ მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემა არ არის საკმარისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას სჭირდება ქუჩაში ბრძოლა და ხმების დაცვა.

არ დაიღალოთ, ბრძოლა იქნება რთული, შეიძლება. ხანგრძლივიც. მაგრამ გარდაუვალი გამარჯვების  ", - ამბობს წითლიძე. 

მსგავსი სიახლეები