თვალსაჩინოა საერთო სისუსტე, იღებს მხოლოდ კონსილიუმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს - საძაგლიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს საერთო სისუსტე აქვს და მხოლოდ კონსილიუმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს იღებს.
კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო საერთო სისუსტე, რაც ბუნებრივია, შიმშილობის 33-ე დღეს სულაც არ არის გასაკვირი, გასაკვირი უფრო ის არის, რომ მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე მას უნარჩუნებს იმის ძალას, რომ თუნდაც ადვოკატებთან შეხვედრაზე მიიღოს მონაწალეობა.
სააკაშვილი შიმშილობს დაპატიმრების დღიდან და იღებს მხოლოდ კონსილიუმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია, განსაკუთრებით, მამუკა მდინარაძისგან, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში, 1 ოქტომბერს, ტრუსკავეცის გარდა სხვა სიტყვა არ უხსენებია და თან ირონიულად, საწინააღმდეგოს შემთხვევაში "ოცნება" ვერავინ დაასწრებდა განსხვავებული ინფორმაციის გავრცელებას", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.