თუ უმრავლესობა არ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე

02.11.21 13:09
თუ უმრავლესობა არ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტიდან გავა, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული აღარ იქნება. 

უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ მივიღებთ. ეს არის და ეს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ ეს მათი არჩევანია და მათი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, მაგრამ რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება უკეთესიც კი იყოს, იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა 5 % ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული მოცემულობა, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები