ხათუნა სამნიძე ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას არ ეთანხმება
ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, მიიჩნევს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა საჭირო არაა.
ვაცხადებ ,,რესპუბლიკური პარტიის" სახელით და ვითხოვ ,,ქართული ოცნებისგან", რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო კლინიკაში. ასევე ვაცხადებ ჩვენი ფრაქციის, ,,რეფორმების ჯგუფის" სახელით, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევისთვის და არ არსებობდეს ის საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობთ ამდენი დღეა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამისთვს გამოსავალი არის გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.