ოპოზიცია წაგების გადაფარვას პოლიტიკური ბოიკოტით ცდილობს - არჩილ თალაკვაძე

02.11.21 13:18
ოპოზიცია წაგების გადაფარვას პოლიტიკური ბოიკოტით ცდილობს - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ ოპოზიცია წაგების გადაფარვას პოლიტიკური ბოიკოტით ცდილობს, მმართველი გუნდის წევრის თქმით, თუ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები არ შედგება, ეს მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება. 

ეს არის პოლიტიკური სისუსტის გამოვლინება და ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ, სიმართლე უთხრან თავის მხარდამჭერებს და ყოველთვის ცდილობენ, რომ წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, როგორიც გახლავთ პოლიტიკური ბოიკოტი. ცვლილებას, რომელიც ახლა განიხილება, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა, თუ ოპოზიცია პარლამენტში თავის რაოდენობას შეამცირებს და არ იქნება საკმარისი ხმები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იყოს განხილული და კენჭი ვუყაროთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს მათი პასუხისმგებლობაა, - განაცხადა თალაკვაძემ.  

მსგავსი სიახლეები