ხმების დათვლის პროცესში უზუსტობები არ ყოფილა - შალვა პაპუშვილი

02.11.21 13:27
ხმების დათვლის პროცესში უზუსტობები არ ყოფილა - შალვა პაპუშვილი

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ხმების დათვლის პროცესში უზუსტობები არ ყოფილა. პაპუაშვილი ასევე თავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა, რომლებმაც არჩევნების საბოლოო შედეგი ეჭვქვეშ დააყენეს. 

საუბარი იმაზე, რომ თითქოს დათვლის პროცესში იყო რაიმე უზუსტობები, არის ზედმეტი. იგივე სიტუაცია ქუთაისშიც, ბათუმშიც და ზუგდიდშიც, სადაც ერთი-ორი ხმა არის სულ სხვაობა. აი, ეს არის რეალობა, თუმცა ეს რეალობა არაფერი იქნებოდა და იქნებოდა, ვთქვათ, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კვლავ კვერის დაკვრა ოპოზიციისთვის, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები